საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორის წყარო ჯერ უცნობია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილია. ამ 7-დან 3 ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს მედიას აცნობა, რომ 9-დან 2 შემთხვევაში მიმდინარეობს კონტაქტებისა და წყაროს კვლევა.
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დღეს დილით დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1206-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 987. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30769102.html
#ახალი_ამბები
#twitter