ირანის ხელისუფლება ეროვნულ ვალუტას ცვლის

0
ირანის პარლამენტის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს აღმასრულებელი ხელისუფლების იდეას, ეროვნული ვალუტის დენომინირებისა და სახელწოდების შეცვლის თაობაზე. შესაბამისად ირანულ რიალს 4 ნული ჩამოაკლდება და 10 000 რიალს ტომანი ეწოდება. ვალუტის ცვლილება ორიდან ხუთი წლის ვადაში განხორციელდება. აღნიშნული დროის მანძილზე, ადგილობრივი მთავრობა თანდათან მოახდენს ძველი მონეტებისა და ბანკნოტების მიმოქცევიდან ამოღებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამერიკის მიერ, ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, რიალის ღირებულება მკვეთრად დაეცა. ბოლო ვარდნა დაიწყო 2018 წელს, შეერთებული შტატების „ბირთვული შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ მოხდა. 2018 წლიდან მოყოლებული რიალის ოფიციალური კურსი დოლართა მიმართებაში მესამედით შემცირდა. 2019 წლის ბოლოს, ეკონომიკური პრობლემებისა და ბენზინზე ფასების მატების გამო, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციების მუხტის შესამცირებლად და ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად, ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდება შეწყვიტა და არეულობა სასტიკად ჩაახშო. ფულის ერთეული ტომანი მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ირანის მთავარი ვალუტა იყო. იმავდროულად რიალი მცირედ ფულად ერთეულს წარმოადგენდა და ტომანის მერვედი იყო. 1932 წლიდან, შაჰ ფეჰლევის ფინანსური რეფორმების შემდეგ, გადახდის ძირითად საშუალებად სწორედ რიალი იქცა. ისლამური რევოლუციის შემდეგ რიალი ამ დრომდე კვლავ დარჩა მთავარ ვალუტად. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Iran
#currency
#economy
#crisis
#sanctions
#headline
0