"ზაურ დარგალი უნდა იქნას გაწვეული კანდიდატურიდან" - მეუფე გიორგი

Marneuli Daily

„პიროვნებამ, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, პიროვნებამ რომელმაც ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი სინდისი და ღირსება შელახა, ასეთი კაცი ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. თითქოს ეს დამნაშავე ადამიანი უნდა იყოს სახე და მან უნდა დაიცვას მარნეულელების უფლებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მან რა უფლებები უნდა დაიცვას? მან შელახა ჩვენი უფლებები, შეურაცხჰყო ჩვენი ეროვნული ღირსება“ - ეს განცხადება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) საკვირაო ქადაგებისას, 26 ივლიის გააკეთა. რამდენიმე კვირაა, რაც მეუფე გიორგი საკვირაო ქადაგებისას მარნეულში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, რაც უშუალოდ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციას უკავშირდება. მეუფე გიორგი  ზაურ დარგალის მაჟორიტარობის წინააღმდეგია. "ყველას ვეუბნები ესეთ სიტყვას, ვინც ზაურ დარგალს დაუდგება გვერდში, ირიბად თუ პირდაპირ, მიიღებს მონაწილეობას იმისათვის, რომ მას უფრო მეტი უფლებები მიენიჭოს, ღვთის წინაშე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის იქნება თანამონაწილე იმ დანაშაულისა, ის მსახელმწიფოებრივი სინდისის ღალატისა, რაც მან ჩაიდინა - მე ესეთ ადამიანებზე ვიხსნი პასუხისმგებლობას. დაე, მათ ღვთისა და ჩვენი წინაპრების სულების წინაშე ეგოთ პასუხი. მე, როგორც მწყემსი ამ ეპარქიისა, მღვდელთმთავარი ამ ეპარქიისა, ვიხსნი მათზე პასუხისმგებლობას. ესაა ჩემი პასუხი უპასუხისმგებლო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაამცრო ჩვენი ეროვნული ღირსება მარნეულში, რომელმაც დაამცრო მღვდელთმთავარი მართლმდიდებლური ეკლესიისა“ მეუფე გიორგიმ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ყოველდღიურად მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედებები. "2012 წელს, როდესაც მოხდა ცვლილება, უპირველესი დაპირება სამართლიანობის დაპირება იყო, ეს არის სამართლიანობა? მე ვეკითხები მაგათ. თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია და კანონი. არამც თუ თავზე დაგვახიეს, არამედ ამაზრზენი მეთოდებით დაიწყეს ჩემი დევნა და ამას  პროვპკაციული მეთოდებით  ცდილობენ. პირდაპირ გეუბნებით და ვაცხადებ, თუ ჩემი გაჩერება გინდათ პირდაპირ შეგიძლიათ მესროლოთ ტყვია, მაგრამ არც ტყვია-ისარი მომკლავს, რადგან გეტყვით ჩვენ წინაპართა სიტყვას, რონ, ჩემი ფესვები იმ ქვეყნიდან არის, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა. ვერც ტყვია ,ისარი მომკლავს სანამ იმ უსამართლობა რაც დღეს ხდება ქვემო ქართლში, არ მოეღება ბოლო“ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან, მეუფე გიორგი აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ შეტანილი წერლის განხილვას საკრებულო სპეციალურად აჭიანურებს. "წერილის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება და არის ხელოვნურად შეჩერებული. რაც შეეხება ზაურ დარგალს, მან ჩადინა დანაშაული, პირდაპირ ვიძახი. რა თქმა უნდა, ის (ზაურ დარგალი) უნდა იქნას გაწვეული კანდიდატურიდან“ - განაცხადა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა. #მარნეული #MarneuliDaily #მეუფეგიორგი წყარო : რადიო მარნეული #პოლიტიკა #ახალიამბები