რა გავლენას ახდენს კატის შეფერილობა პატრონის ცხოვრებაზე

0
თუ გყავთ კატა, დააკვირდით მის შეფერილობას: ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ კატა უნიკალური ცხოველია, რომელსაც შეუძლია რამდენიმე სამყაროსთან დაკავშირება. გარდა ამისა, ის თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული მისიით მოდის. თეთრი შეფერილობა თეთრი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სიმბოლოა. ასეთი შეფერილობის კატას სამკურნალო თვისებები გააჩნია. ზოლებიანი შეფერილობა კატისთვის ყველაზე დამახასიათებელი შეფერილობა. ეზოთერიკოსების აზრით, მათ ყველაზე ძლიერი ენერგია აქვთ. ისინიც დაკავშირებულნი არიან სხვა სამყაროებთან. ეს ნიშნავს, რომ მისი პატრონი მუდმივად მიიღებს ინტუიციურ ნიშნებს, თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. ჟღალი შეფერილობა ჟღალი ფერის კატა მზის ენერგიის მატარებელია. მას ოჯახში ბარაქა და სიმდიდრე მოაქვს. თავად დარჩებით გაკვირვებული, როდესაც ყველა საქმეში გაგიმართლებთ, ხოლო ამის მიზეზი თქვენს მუხლებზე მოკალათებული კრუტუნა არსებაა. ნაცრისფერი შეფერილობა ნაცრისფერი კატა, სხვებთან შედარებით, მოკრძალებული და შეუმჩნეველია, მაგრამ მისი მისია შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანია. ნაცრისფერ კატებს სახლში სიმშვიდე და სიმყუდროვე მოაქვთ. ის პატრონზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს.
#news
#cat
0