ვინ არის ილონ მასკი ანუ კაცი, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო თავისი “უჩვეულო" იდეებით

0
?ვინ არის ილონ მასკი? ტესლას დამფუძნებელი 1971 წელს სამხრეთ-აფრიკაში დაიბადა. ილონ მასკმა კომპიუტერული პროგრამებისადმი ინტერესი 12 წლის ასაკში გამოავლინა, როცა კომპიუტერული ვიდეოთამაში შექმნა. თამაში ერთ-ერთ ტექნოლოგიებზე მომუშავე გამოცემას მიჰყიდა. კანადელი დედის მეშვეობით მოახერხა კანადის პასპორტის აღება და სწავლა ჯერ ონტარიოში დაიწყო, 90-იანი წლების დასაწყისში კი ამერიკაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში განაგრძო. 1995 წელს ილონ მასკმა ბაკალავრის ხარისხი აიღო ფიზიკასა და ეკონომიკაში. ამის შემდეგ ტესლას დამფუძნებელი სტანფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა. მასკი ხვდებოდა, რომ ინტერნეტს დიდი რესურსი ჰქონდა, რომელსაც საზოგადოებაში ცვლილებების შესატანად ფიზიკაზე მეტი პოტენციალი გააჩნდა. მოგვიანებით მასკი ქმნის Zip2-ს, რომელიც ინტერნეტ-რუკებს ქმნიდა ინტერნეტ-გაზეთებისთვის. ოთხი წლის შემდეგ Zip2 დაახლოებით 300 მილიონ დოლარად გაყიდა. ილონ მასკი ინტერნეტ-გადახდის სისტემის, PayPal-ის თანადამფუძნებელია. 2002 წელს მასკმა PayPal 1.5 მილიარდ დოლარად eBay -ს მიჰყიდა. 2002 წელს ილონ მასკმა SpaceX დააფუძნა. კომპანიამ 2006 წელს პირველი რაკეტა Falcon 1 გამოუშვა. მასკი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული ელექტრონული მანქანებით. 2003 წელს ტესლა მოტორსის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. მალე კომპანიამ შექმნა პირველი ელექტრონული მანქანა Roadster, რომელიც ერთი დატენვით 394 კმ-ს გადიოდა. გასულ წელს ტესლამ 35 ათას დოლარად ღირებული Model 3-ის ელექტრომანქანების წარმოება დაიწყო. ტესლა მოტორსმა საერთაშორისო ყურადღება 2008 წელს მიიპყრო, როცა მასობრივ პროდუქციაში გაუშვა პირველი ელექტრო-სპორტული ავტომობილი. ელექტროავტომობილის გაყიდვებმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია 2015-2016 წლებში. ?რა ქონებას ფლობს ტესლას და SpaceX-ის დამფუძნებელი? 46 წლის ილონ მასკი, Forbes-ის მიხედვით, 20.4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. მასკი ამ ქონებით ბლომბერგის მილიარდერების ინდექსში 41-ე ადგილს იკავებს. მილიარდერი მასკი, რომელმაც დაახლოებით 20 მილიარდის ქონება თვითონ დააგროვა, ხშირად ამბობს, რომ ფული არ არის მისთვის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი. “მიზეზი, რის გამოც ეს საქმე ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ არსებობს დიდი რაღაცები, რისი კეთებაც მინდა, ”-აცხადებს მასკი.
#news
#opinion
Tbilisi
0