კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით,კორონავირუსით ინფიცირებული 23-ე პაციენტი დღეს გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. 'სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი.საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე',- განაცხადა გამყრელიძემ. დღეს საქართველოში covid-19-ით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბათუმში.