„სამნი ვართ და ვერც ერთი ვერთვებით გაკვეთილებზე...“
Gori Daily
შიდა ქართლის იმ ნაწილში, სადაც ინტერნეტი არაა ან მძიმე სოციალური პირობების გამო ოჯახები ონლაინ გაკვეთილებისთვის საჭირო ტექნიკას ვერ ყიდულობენ, მოსწავლეები სასწავლო პროცესებს ვერც დისტანციურად ესწრებიან და ამიტომ, შესაძლოა, სკოლის მიღმა აღმოჩნდნენსამნი ვართ და ვერც ერთი ვერთვებით გაკვეთილებზე...“.
ეს პრობლემა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებისაც აქვთ.
"ტელევიზორი, ტელეფონი, კომპიუტერი - არც ერთი მაქვს, რომ ვისწავლო. შეიძლება მე-9 კლასიდანაც გამოვიდე", - ამბობს ერთერთი მოსწავლე.
"ინტერნეტის გარეშე სწავლა მიჭირს, ჩამოვრჩი... სამნი ვართ და ვერც ერთი ვერთვებით გაკვეთილებზე".
სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ განათლების უფლება კონსტიტუციურია და ხელისუფლებას აქამდე უნდა ეზრუნა იმ მოსწავლეებზე, რომელთაც ინტერნეტი არ აქვთ.
"პრაქტიკულად, თაობის ერთ ნაწილს ვკარგავთ განათლების კუთხით და გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცეებმა უარი თქვან სასწავლო პროცესში ჩართვაზე", - ამბობს არინა თავაქარაშვილი.
"ხელისუფლების უდიდესი სირცხვილია, ის არ უზრუნველყოფს, რომ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს განათლება", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, თეონა ფანქველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ტარდება.