"არ მიყვარს გაჩერება, მიყვარს საკუთარი თავის გამოცდა", თქვა დიზაინერმა პიერ კარდენმა 2012 წელს. მართლაც, მისი კარიერა, დისციპლინა და სამუშაო ეთიკა ამ სიტყვების დასტურია. კოსმოსური ეპოქის ერთ-ერთი პიონერი დიზაინერი, კარდენი არა მხოლოდ სამოსის დიზაინის შექმნის გამო მიიჩნევა გენიალურად, არამედ მას ეკუთვნის Maxim's რესტორნების ქსელი, სასტუმროები, ავეჯი, სუნამოები, ჭურჭლის ნაკრებებიც კი. მან შექმნა ახალი ლიცენზიები და კონტრაქტები მოდაში, რომლებიც აქამდე არავის გამოუყენებია. 1985 წლისთვის მას 840 ლიცენზია ჰქონდა 125 ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახლანდელი სტანდარტებით ეს ჩვეული პრაქტიკაა, თუმცა 60-იანებში სულაც არ იყო ასე. პიერ კარდენის მაგალითით დღემდე ძალიან ბევრი მოდის სახლი ხელმძღვანელობს.
პიეტრო კარდენი 1922 წელს ტრევისოში, იტალიაში დაიბადა. კარდინის ფრანგი მშობლები ფაშისტურ რეჟიმს გაექცნენ და საფრანგეთში, სან-ეტიენში დასახლდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეღვინე მამას სურდა რომ პიეტრო არქიტექტორი ყოფილიყო, მან ყოველთვის იცოდა, რომ მოდის დიზაინში მუშაობა სურდა, ამიტომ 1944 წელს ის ვიშიში გადავიდა და მკერვალობის შესწავლა დაიწყო.
სწავლის დასრულების შემდეგ, კარდინი პარიზში გადავიდა სადაც იმ დროისთვის ყველაზე ცნობილ მოდის სახლებში Paquin-ში და Schiaparelli-ში დაიწყო სტაჟირება. მან ასევე ჟან კოკტოს La Belle et la Bête-სთვის შექმნა ნიღბები 1947 წელს. კრისტიან დიორის ლეგენდარულ New Look-ერის პერიოდში კარდინი დიორის ატელიეს დირექტორი იყო და ყველა ელოდა, რომ ის კრისტიან დიორს შეცვლიდა, თუმცა ის მალევე, 1950 წელს წამოვიდა მოდის სახლიდან და თავისი ბიზნესი წამოიწყო. დანარჩენი ისტორიაა.
წარმოგიდგენთ ფოტოგალერეას პიერ კარდენის ცხოვრებიდან, ისევე როგორც მის გენიალურ დიზაინებს.