სოფელ კოდისწყაროში სკოლის მშენებლობა გრძელდება

0
სასკოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ კოდისწყაროში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. გაილესა სკოლის შენობის გარე ფასადი, დასრულების პროცესშია ეზოს შემოღობვა და სპორტული მოედნის მოწყობა. მიმდინარეობს შიდა ფასადის სამუშაოები. სკოლის მშენებლობას, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ახორციელებს. 2020-2021 სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კეთილმოწყობილ სკოლაში 8 სოფლის ბავშვები ისწავლიან, მათ შორის 4 გამყოფი ხაზის პირა სოფლებიდან. სამუშაოების ღირებულება 1 123 577 ლარია. "საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსწავლეებს და პედაგოგიურ კოლექტივს საჭირო პირობები შევუქმნათ. ახალი სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ წინარეხსა და ხოვლეშიც" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.
#კასპი
#შიდაქართლი
#სკოლა
#goridaily
0