ბელარუსის სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცხადა პოლუპარული არხი NEXTA-Live

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

20 ოქტომბერს მინსკის რაიონულმა სასამართლომ ექსტრემისტულად ცნო პოპულარული ტელეგრამის არხი NEXTA-Live, რომელიც აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. სასამართლომ დაავალა ქვეყნის ინფორმაციის სამინისტროს, რომ შეიყვანოს NEXTA-Live „ექსტრემისტების“ სიაში, აკრძალოს ტელეგრამის არხით ამ ლოგოს გამოყენება ინტერნეტის ბელარუსის სეგმენტში და გაამკაცროს დაშვება იმ საინფორმაციო რესურსებზე, რომლებიც NEXTA-ს ლოგოს იყენებენ. სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად NEXTA-Live-მა, რომელიც პოლონეთიდან მაუწყებლობს, განაცხადა, რომ ის მუშაობას გააგრძელებს ახალი სახელითა და ლოგოთი. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ფონია, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მცდელობა, შეაჩეროს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად აგორებული საპროტესტო ტალღა. 20 ოქტომბერს ლუკაშენკამ თანამდებობიდან გაათავისუფლა და მათ ნაცვლად უფრო ლოიალური რექტორები დაუნიშნა იმ სამ უმაღლეს სასწავლებელს, რომელთა სტუდენტებიც განსაკუთრებით აქტიურობენ სანტისამათავრობო აქციებზე.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30903326.html #ახალი_ამბები #twitter