ბოლნისში ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143277 ბოლნისში ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას მუნიციპალიტეტი ავრცელებს. დაინფიცირებული პირი სოფელ გეტადანაა, საიდანაც გუშინ ეპიდემიოლოგებმა 36 პირის ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. სოფელ გეტაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ხუთი დადასტურებული შემთხვევაა. საერთო ჯამში, ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 48 საკვლევი ნიმუში, მათგან 36 გეტადან, სამი სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან, შვიდი თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ხოლო ორი ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები. ამ დროისთვის ბოლნისში 122 დადასტურებული შემთხვევაა. სამი გარდაიცვალა. გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ამ დროისთვის, ბოლნისში კორონავირუსისგან 46 გამოჯანმრთელებულია.
0