ტოჩინოშინმა მე-9 გამარჯვება მოიპოვა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ზაფხულის ბაშოს მე-14 დღეს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ლევან გორგაძემ უვატედაშინაგეთი დაამარცხა დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი და რიგით მეცხრე გამარჯვება იზეიმა.
ლევან გორგაძემ რეიტინგში წინსვლისთვის აუცილებელი დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) 31 ივლისს დააფიქსირა.
ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე ცხრა გამარჯვება და ხუთი მარცხია.
ზაფხულის ტურნირის ბოლო შეხვედრები 2 აგვისტოს გაიმართება. ლევან გორგაძეს აქვს შანსი ტურნირი ორნიშნა კაჩი-კოშით დაასრულოს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30761109.html
#ახალი_ამბები
#twitter