შეღებილი თმის მოვლა-სახლში დამზადებული ნიღბები დაზიანებული თმისთვის.

0
არვიცი რატომ მაგრამ წლებია11 (8წელია უკვე?) ვიღებავ თმას შესაბამისად ამ მხრივ საკმოად დიდი გამოცდილება დავაგროვე თუ როგორ უნდა მოვუაროთ შეღებილ თმას როს გაზიარებასაც ვაპირებ? მთავარია შეიმუშაოთ რამდენიმე აუცილებელი წესი. ✨არ დაიბანოთ თმა ზედმეტად ცხელი წყლით! ეს არამარტო აშრობს თმას, არამედ აფუჭებს თმის სტრუქტურას.გამსაკუთრებით თუ თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ.ასევე შეეცადეთ არ გამოიყენოთ თმის საშრობები, თმის უთო, მიეცით საშუალება გაშრეს ბუნებრივად. ✨თუ თქვენ ჩემსავით ხშირად იღებავთ თმას მიეცით საშუელება რომ გამოცოცხლდეს, შეიჭერით 2თვეში ერთხელ ძალიან ოდნავ ბოლოები, ეს თმის გაჯანსაღებაში ძალიან დაგეხმარებათ. ✨გამოიყენეთ თმის კარგი ხარისხიანი ჯაგრისი, ეცადეთ არ იყოს უხეში(რკინის და სხვა საშუალებების) იყოს მაქსიმალურად დამყოლი და ნაზი. ✨ყურადღებით და გულდასმით აარჩიეთ ის პროდუქტები რასაც იყენებთ.ეცადეთ იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, არ შეიცავდეს ქიმიურ დანამატებს და გახსოვდეთ! შამპუნი რომელიც კარგად არ წაფდება სწორედ ის არის ბუნებრივი და სასარგებლო, რომელიც ძალიან წაფდება თურმე ძალიან ბევრ სხვა დანამატს შეიცავს ამიტომ ეს ყურადღება გასამახვილებელი ფაქტია. ახლა კი გაგიზიარებთ ჩემს საყვარელ სახლში ადვილად დასამზადებელ საოცარ ნიღბებს, რაც დაგეხმარებათ თმის გაჯანსაღებაში? ნიღაბი 1 : შეიძლება არც ჩაითვალოს ნიღბად მაგრამ კვირაში 1თხელ აუცილებლად ვიყენებ ქოქოსის ზეთს?უბრალოდ შეუძლებელია ეს მულტიფუნქციური საშუალება არ შეგიყვარდეს, უბრალოდ კარგად შეიზილეთ დაბანამდე 1-2საათით ადრე და შემდეგ ჩამოიბანეთ, სასწაული შედეგი აქვს, ის კვებავს აჯანსაღებს და აცოცხლებს დამტვრეულ, გაუხეშებულ თმას და სძენს საოცარ ბზინვარებას. ნიღაბი 2 : აურიეთ თანაბარი პროპორციებით ალოე, თაფლი, მზესუმზირის ზეთი (რაოდენობას თმის სიგრძის მიხედვით განსაზღვრავთ) გაიჩერეთ 30-40 წუთი და ჩამოიბანეთ, ეს სამი კომპონენტი თქვენს თმას საოცრად გააჯერებს მთელი ვიტამინების ერთობლიობით და შესძენს მას საოცარ ბზინვარებას❤️ ნიღაბი 3 : დაგჭირდებათ 1ცალი მწიფე ავოკადო, ქოქოსის ზეთი და თაფლი, აურიეთ თანაბარი პროპორციებით დააყოვნეთ 30-35წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით ნიღაბი 4 : დაგჭირდებათ:1 ცალი კვერცხი, 4კოვზი ზეითუნის ზეთი, 2კოვზი თაფლი. დაამზადეთ და გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში (რეკომენდირებულია უფრო მშრალი თავის კანისთვის)
#თმისმოვლა
#შეღებილითმისმოვლა
#დაამზადეშენით
#haircare
Tbilisi
0