ლავანდის ზეთის 4 ჯადოსნური გამოყენება:სახე,ტანი,თმა,სტრესი.

0
ეთერზეთების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და სურნელოვანი ლავანდის ზეთის შესახებ უნდა მოგიყვეთ. თუ კი ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენიათ ლავანდა, როგორც უნივერსალური მცენარე ამა თუ იმ საჭიროებისთვის, აუცილებლად განაგრძეთ კითხვა. ლავანდა მკურნალებმა დაახლოებით 2500 წლის წინ აღმოაჩინეს. ეთერზეთი, რომელიც 200-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, თავდაპირველად მხოლოდ დამამშვიდებელი ფუნქციით გამოიყენებოდა, მოგვიანებით ამ ზეთის სხვა სამკურნალო თვისებებიც აღმოაჩინეს. ?ლავანდის ზეთი სახისთვის.? ლავანდის ზეთის საშუალებით თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აკნეს სამუდამოდ დაემშვიდობოთ. მოამზადეთ სახის ნიღაბი: 10 წვეთ ლავანდის ზეთს დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, ამ ხსნარში დაასველეთ მარლის ნაჭერი და 10 წუთით დაიფინეთ სახეზე. ?ლავანდის ზეთი ტანისთვის.? ლავანდა ხშირად შედის შხაპის გელებისა თუ ლოსიონების შემადგელობაში, ალბათ მისი საოცარი სურნელისა და დამამშვიდებელი ეფექტის გამო. შეგიძლიათ ლავანდას ბუნებრივი პარფიუმის ფუნქციაც მიანიჭოთ. შეიზილეთ ზეთი სხეულზე და დატკბით ნაზი სურნელით მთელი დღის განმავლობაში. ?ლავანდის ზეთი თმისთვის.? ლავანდა თქვენი თმისთვის იდეალური მიგნებაა, გარდა იმისა, რომ ეს ეთერზეთი ქერტლს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაგავიწყებთ, ის დაიცავს თავის სკალპს გამოშრობისგან და დაგეხმარებათ თმის ზრდაში. მაქსიმალური ეფექტისათვის, კვირაში ერთხელ შეიზილეთ ლავანდის ზეთი თმის ძირებსა და ბოლოებში. ?ლავანდოს ზეთი სტრესისთვის.? გირჩევთ, ლავანდის ზეთის, ყვავილების ან არომატიზატორის დადებას საძინებელ ოთახში, რადგან მას შფოთვის სამკურნალო ბუნებრივ საშუალებად იყენებენ. ლავანდის სურნელი ასოცირებულია სიმშვიდესა და ტკბილ ძილთან. არსებობს კვლევებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი არომატი საგრძნობლად ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს
#სილამაზე
#სილამაზისხრიკები
#ლავანდა
#ლავანდასზეთი
#beauty
#beautyhacks
#haircare
#skincare
#selfcare
Tbilisi
0