ბაქტერიული ნანოსადენები, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ

0
უცნაური ბაქტერიული ნამარხი ორგანიზმი 3 ათეულ წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს, მდინარე პოტომაკის ტალახიანი ნაპირის შრეებში. მას უნიკალური თვისებები ჰქონდა, რომლის მსგავსი მიკრობებში აქამდე არავის ენახა. მათ შორის, მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბაქტერიული ნანოსადენების შექმნის უნარით, რომელსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო. მიკრობს გეობაქტერი დაარქვეს, ლათინურად - Geobacter. სედიმენტურ ორგანიზმს მკვლევარები წლების მანძილზე გულდასმით სწავლობდნენ. მას უყურებდნენ, როგორც ბუნების გასაოცარ საჩუქარს და ცდილობდნენ დაედგინათ ის გზა, რომლითაც ბაქტერია ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. გამოქვეყნებულ კვლევაში, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ამჰერსტის ფილიალის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ ახლა ხელში უჭირავთ ელექტროენერგიის გამომუშავების ახალი და სრულიად უნიკალური ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, მათ უკვე შექმნეს ხელსაწყო, სახელად ეარ-გენი, რომელიც ელექტროენერგიას ქმნის.
#news
#opinion
#science
#scientists
#evening
Tbilisi
0