ედგარ დეგა- ცისფერი მოცეკვავეები

0
მიმდინარეობა მხატვრობაში, რომელსაც იმპრესიონიზმი ეწოდება მიმართულია შთაბეჭდილებისკენ. მისი სრულყოფილად აღქმა კი შესაძლებელია ცალკეული დეტალების ერთიანობით, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება და ეს ცვლილიბა ქმნის სწორედ დიდებულებას, რომელიც უნდა აღბეჭდო და რა იშვიათია ეს დიდებულ ებიბი თავისი დიდებულებით. ასე რომ საქმის გასაიოლებლად და ახალი რეალობის ფარგლებში გადასანაცვლებლად, უფრო სწორად ერთადერთი რეალობის ფარგლებში გადასანაცვლებლად, როგორც ეს იმპრესიონიზმშია მოღებული და რასაც უძველესი ბუდიზმი გვასწავლის (ფაქტების შესახებ) სამყარო გააზრებულია ცალკეული ეპიზოდებით, ანუ გააზრება, როგორც ასეთი ცალკეული დეტალების გადმოცემით ხორციელდება და მათი დანახვა ქმნის როგორც ჰარმონიას, ასევე დისჰარმონიას, თუმცა ყველაფერი მაინც რეალობის ფარგლებში რჩება. მაგალითად ზღვის ზედაპირი ზღვის ზადაპირია და არა ის რაც შეიძლება მის შიგნით იყოს, ხოლო ოკეანის ფსკერი ოკეანის ფსკერია და არა ის თუ როგორია ის ზედხედიდაან, რადგან აქ მნიშვნელოვანი (რეალური) ქვედა ხედია, სადაც არის სიღრმე წყლისა. ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა ქმნიდეს სიუჟეტის აკუსტიკურ განწყობას, რაც წამიერი გაელვებით იწყება და გადმოცემულია ნახატზე ფერების დაშლით, კონტურების მოშლით. ედგარ დეგაც ამ სკოლას მიეკუთვნება. დეგა დაიბადა პარიზში (1834.19.07) საშუალო კლასის ოჯახში. ბავშვობიდანვე ხელოვნების გარემოცვაში იზრდებოდა-დედამისი ოპერის მომღეალი იყო. მისი სამხატვრო კარიერა 18 წლის ასაკში იწყება, მას შესთავაზეს ლუვრის ფრესკების გადახატვა, მან შესანიშნავი ასლები გააკეთა რაფაელის ფრესკებისა. 1855 წლიდან ის იწყებს სწავლას Ecole Des Beaux-Art-ის სკოლაში, პარიზში. ერთი წლის შემდეგ კი მიდის სამოგზაუროდ იტალიაში. დეგა აკეთებს და ვინჩის ასლებს და საკმაო პოპულარობასაც იხვეჭს. თუმცა მისი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი მაინც avant-garde artists-ში გატარებული პერიოდია, აქ ის ხვდება კლოდ მონესა და ალფრედ სისლის. ამ პერიოდში ინტერესდება ახალგაზრდა მოცეკვავეებით და იწყებს მათზე მუშაობას. ეს კოლექციები, რომლებიც 12 წლის მანძილზე გროვდებოდა, გაშეშებული მომენტების სპექტრად აღიქმება და უკვდავყოფის ფილოსოფიას მოიცავს თავის თავში, რადგანაც ფაქტები არათუ სრულდებიან, არამედ იცვლებიან. 1886 წელს პარიზში დეგამ გამოფინა 10 ნუდისტური ნამუშევარი. ზოგმა ამ სურათებს „მახინჯი“ უწოდა, სადაც გამოსახული იყო მობანავე ქალები. ზოგი კი მხატვრის უმწიკვლო ემოციებს ჩაწვდა და ეს მეტედ შთამბეჭდავად მიიღო. დეგა კი აგრძელებდა ათასობით შიშველი ქალის ხატვას და არც მოცეკვავეების სურათებს ივიწყებდა, ხიბლავდა ჩახუთულ კულისებში მოცეკვავეების მომაჯადოვებელი დიდების თვალიერება. ედგარ დეგა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა (1917.17.09).
#ედგარდეგა
#იმპრესიონიზმი
#ბალერინები
#დეგასცისფერიმოცეკვავეები
#ხელოვნება
#მხატვრობა
Tbilisi
0