კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიაში გამოვლინდა
Tbilisi Daily
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში გამოვლინდა.
ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, ყველა ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. მათ ვირუსი ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან გადაედოთ. ინფიცირებულებიდან ხუთი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ერთი ქუთაისში, ხოლო 11 პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა ახლა მიმდინარეობს.
როგორც ნინო ვიბლიანმა განაცხადა, დაინფიცირებულებიდან 37 კონტაქტი უკვე მოკვლეულია.
„უკვე გამოკვლეულია 37 კონტაქტი. ეპუდემიოლოგთა ხუთი ბრიგადა არის მესტიაში და ჩატარდება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.
რაც შეეხება მესტიის რაიონის ჩაკეტვას, ვიბლიანის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდკვლევების შედეგებზე.
„რეგიონში გვაქვს კორონავირუსუიის ახალი შემთხვევა. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ინფიცირებულებს ვირუსი მათგან გადაედოთ. საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე. მათგან შვიდი მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადაყვანა ახლა მიმდინარეობს. წყაროს გამოსავლენად ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ხუთი ბრიგადა მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება განხორციელდება“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.