ჯოკერი- პერსონაჟის ანალიზი. მესამე ნაწილი

ByGi GaGeorgia
0
ჯოჯერის პერსონაჟის მესამე თავში და დასკვნით ეპიზოდში განვიხილავ ჰოაკინ ფენიქსის გენიალურ შესრულებას, სადაც მან ჯოკერი სხვა სახით დაგვანახა. დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორი პიროვნებაა "ჰეფი" ? ის საკუთარ თავში ჩაკეტილი ხელმოცარული კაცია რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს სიღარიბეში, აქვს ნერვიული აშლილობა ჰალუცინაციები და ფსიქიკური პრობლემები რის გამოც არქემის ფსიქიატრიულშიც მოხვდა ერთხელ მან არ იცის ვინაა მამა, ფილმში გამოხატული ალბათობა რომ შეიძლება მამამისი ტომას ვეინი იყოს სატყუარაა, რეალობა კი ისაა რომ დედამისს ვიღაც კაცისგან ჰყავდა გაჩენილი და თავი დააჯერა ვითომ ვეინისგან ჰყავდა შვილი, თუმცა ალბათ ბედის ირონია იქნებოდა ჯოკერი და ბეტმენი ძმები რომ ყოფილიყვნენ, ყოველ შემთხვევაში ფილმის სცენარი გვაძლევს უფლებას ეგეც ვიფიქროთ. ფილმში მწვავედაა წარმოჩენილი ბულინგის პრობლემა, როგორ ამცირებენ ჰეფის, როგორ ცემენ დასცინიან და ამწარებენ, ადამიანი რომელიც ფსიქიკური პრობლემებით იყო შეწუხებული კიდევ უფრო მეტად გაასწორეს მიწასთან და გააბოროტეს. მთელი ფილმი ისეთ სიუჟეტს მიჰყვება და ისე ვითარდება რომ ბოლოს ჯოკერი რასაც აკეთებს არაა გასაკვირი ეს ერთგვარ ვულკანის ამოხეთქვას ჰგავს. ერთი შეხედვით უცნაურია რომ შუა შოუში წამყვანს კლავენ მაგრამ რა უძღვოდა ამ ყველაფერს წინ?! მუდმივი დამცირება, დედის ტყუილი, მარტოობა, ჩაგვრა, დაცინვა, დევნა, შეურაცხყოფა, გამწარება და საბოლოოდ მორიგი დაცინვის მცდელობა. ასევე აღსანიშნავია დიალოგი ფსიქიატრთან სადაც ჯოკერი ძალიან საინტერესო რამეს ამბობს: "არ მისმენთ არა? მგონი ჩემთვის გულწრფელად არასდროს არ მოგისმენიათ, უბრალოდ ყოველ კვირას ერთი და იგივეს შეკითხვას მისვამთ: სამსახურში რა ხდებოდა?! ნეგატიური ფიქრები ხომ არ გაქვს? ყველა ჩემი ფიქრი ნეგატიურია! ამის მერე არის ერთი სცენა და ერთი მომენტი როცა ჯოკერი შეხვდება მის ქვეცნობიერ ალტერ ეგოს, რა თქმა უნდა ჰაფის ჰგონია რომ ის გოგონაც იგივეს გრძნობს, ფილმის დასკვნით ნაწილში ვხედავთ რომ მათი პაემანი მათი ერთად ყოფნა მისივე ფანტაზიის ნაყოფი იყო ისევე როგორც დედამისის შემთხვევაში მამამისის თაობაზე. სულისშემძვრელია სცენა სადაც გაბოროტებული საკუთარ დედას კლავს. შემდეგი სცენა რომელიც აღსანიშნავია არის მისი დამოკიდებულება მიურეის მიმართ, თავიდან მის წარმოდგენაში მიურეი მისით ამაყობს მის წარმოსახვით სამყაროში, საერთოდ ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ რეალობის გაცნობიერება ცვლის ჯოკერს. მის პარალელურ სამყაროში ყველაფერი კარგადაა, ჰყავს მეგობარი გოგონა, გამოდის იუმორისტულ წარმოდგენებში, არის კარგი იუმორისტი, მისით ამაყობს მიურეი ფრანკლინი თითქოს ყველაფერი კარგადაა სანამ იგი გარდაუვალ რეალობას არ დაეჯახება. ეს რეალობა მას ცვლის და აბოროტებს. ჯოკერი ესაა შედეგი იმისა როცა წარმოსახვა ეჯახება მწარე რეალობას. ეს ფილმი გვიჩვენებს ისტორიას თუ როგორ "დაიბადა" ჯოკერი. სცენა სადაც ალმოდებულ ქალაქში ხალხის გარემოცვაში დგას და სისხლისგან სახეზე ღიმილს იხატავს სწორედ ამ ფილმის კულმინაციაა. ბევრს ჰგონია რომ მიურეის მოკვლაა ფილმის აპოგეა მაგრამ ასე არაა, არამეს სცენა სადაც ჯოკერი ისეთად იქცევა როგორც ვიცნობთ. მიურეის შოუში კი ჯოკერი ნამდვილ ფურორს ახდენს, ის მიურეის ეუბნება " იცი გარეთ რა ხდება მიურეი? სტუდიის გარეთ ნამყოფი ხარ? იცი გარეთ რა ხდება? ყველა დგას და ერთმანეთს ბოლო ხმაზე უყვირის. ცივილურად აღარავინ იქცევა, არავინ ფიქრობს სხვის ადგილას ყოფნა როგორია." ამით ჯოკერი გვიხსნის მიზეზს თუ რატომაა ისეთი როგორიცაა და რატომ კლავს მიურეი ფრანკლინის, "რას მივიღებთ თუ მიწასთან გავასწორებთ სულიერად ავადმყოფს რომელსაც ყველა ისე ექცევა როგორც ნაგავს, გეტყვი რასაც მიიღებ იმას მიიღებ რაც დაიმსახურე! ამ ფრაზაზე იგი იღებს რევოლვერს და ტვინს ასხმევინებს მიურეი ფრანკლინს. "მე რომ ქუჩაში დავეცე და მოვკვდე ყველა გადამაბიჯებთ და გაივლით ყოველდღე ქუჩაში გხვდებით და ვერც კი მამჩნევთ, მაგრამ იმ ტიპებზე მოთქვამთ."
ByGi GaGeorgia
0