სამეგრელოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს

Zugdidi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ზუგდიდში მცხოვრები 2 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი მათგანი 64 წლის ქალია და ის ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა. მედიკოსების ცნობით, მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. მეორე პაციენტი კი თბილისის კოვიდმიმღებ ცენტრში გარდაიცვალა და ის 70 წლამდე მამაკაცია. ის სავარაუდოდ თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გატესტილი ბიოლოგიური ნიმუშებიდან, 60 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან, ზუგდიდში 26 შემთხვევა დაფიქსირდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ახალიამბები #ზუგდიდი #სამეგრელო #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი