როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

0
https://primetime.ge/rogoria-momdevno-dgheebis-amindis-prognozi-10/ 13 მაისს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან კვლავ მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს. „14 მაისიდან საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. რაც შეეხება თბილისს, 13 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, “ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0