როგორი იქნება ევროკავშირში ტურისტული ბიზნესი
601 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago

დღეს ევროკომისია ყოვლისმომცველ სტრატეგიას წარადგენს, რომელიც ევროკავშირში ტურისტული ბიზნესის კოორდინირებულ გახსნაზეა მიმართული. აღნიშნული სტრატეგიის დეტალებს გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.

სტრატეგიის ფარგლებში ევროკომისია საზღვრების გახსნის სამეტაპიან მიდგომას წარადგენს, რომელიც ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებს აერთიანებს, რომლებსაც რისკების ანალოგიური მახასიათებლები აქვთ.

ევროპის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იმ რეგიონების სიას შეადგენს, სადაც ვირუსის გავრცელების დონე დაბალია.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ პანდემიის გამო მსოფლიო ტურისტული ინდუსტრია დაახლოებით 400 მილიარდ ევროს დაკარგავს. ევროკომისიის სტრატეგიაში ასევე ნახსენებია მზადყოფნის გეგმა, რაც ვირუსის მეორე ტალღის შემსუბუქებას ხელს შეუწყობს.

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და შეზღუდვების დაცვის გათვალისწინებით ევროკავშირში ტურისტული სეზონი, შესაძლოა, შედგეს.


Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
3
Write a comment
Similar Posts