პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ByOn.geGeorgia
0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ მოთავსებულია 60 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 46. კლინიკის განცხადებით, რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას 3 პაციენტი გადის, ხოლო თერაპიულ მიმართულებაში 46 პაციენტია მოთავსებულია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 647 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 372, ხოლო გარდაცვლილია 11. კარანტინის რეჟიმში 4 373 პირია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 386 პირი.
#news
#Covid19
ByOn.geGeorgia
0