ამ სენით 3 მოზარდი გარდაიცვალა

0
დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნელ ბავ­შვებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და­ა­ვა­დე­ბის იშ­ვი­ა­თი, სა­ხი­ფა­თო სინ­დრო­მი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუს­თან იყოს კავ­შირ­ში. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. ბრი­ტა­ნე­ლი ექი­მე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ შე­ტყო­ბი­ნე­ბას, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ლონ­დო­ნის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში და ასე­ვე, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სხვა კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს, უჩ­ვე­უ­ლო სიმპტო­მე­ბით. BBC-ის სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბავ­შვებს უვ­ლინ­დე­ბათ მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბა გრი­პის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბით. ამ ბავ­შვე­ბის ნა­წილს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. უც­ნო­ბია, თუ რამ­დენ მათ­გან­ში გა­მოვ­ლინ­და უჩ­ვე­უ­ლო სიმპტო­მე­ბი, მაგ­რამ რო­გორც გა­მო­ცე­მა მე­დი­კო­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რი არ არის. ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სერ­ვის­ში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ი­ტყვეს და ექ­სპერ­ტებს ყვე­ლა შემ­თხვე­ვის გან­ხილ­ვა და შეს­წავ­ლა სთხო­ვეს. "მხო­ლოდ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ჩვენ მე­დი­კო­სე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბი ვნა­ხეთ და ვთხო­ვეთ ექ­სპერ­ტებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნი­ხი­ლონ ყო­ვე­ლი­ვე“, - ამ­ბობს ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, სტი­ვენ პა­უ­სი. ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბავ­შვებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი უჩ­ვე­უ­ლო სინ­დრო­მი, შე­საძ­ლოა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს კო­რო­ნა­ვირუს­თან, ან შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ჯერ კი­დევ არა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც ასე­ვე COVID-19-თან არის კავ­შირ­ში.BBC დე­ტა­ლუ­რად წერს იმ სიმპტო­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებ­ში გა­მოვ­ლინ­და. "ამ მო­ზარ­დი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო, გა­მო­უვ­ლინ­დათ ტოქ­სი­კუ­რი შო­კის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, და­ბა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, გა­მო­ნა­ყა­რი და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. ზო­გი­ერთს აღე­ნიშ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა გას­ტრო პრობ­ლე­მე­ბი - მუც­ლის ტკი­ვი­ლი, ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა. სის­ხლის პა­თო­ლო­გი­ურ­მა გა­მოკ­ვლე­ვა­მაც უჩ­ვე­უ­ლო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში. ექი­მი ნა­ზი­მა პა­თა­ნი, კემ­ბრი­ჯის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­სულ­ტან­ტი ამ­ბობს, რომ მსგავს შემ­თხვე­ვებ­ზე სა­უბ­რო­ბენ ეს­პა­ნე­ლი და იტა­ლი­ე­ლი კო­ლე­გე­ბიც."ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ზო­გი­ერთ ბავ­შვს ჰქონ­და სეპ­ტი­კუ­რი შო­კის ტი­პის და­ა­ვა­დე­ბა და გა­მო­ნა­ყა­რი, ასე­ვე ისე­თი სიმპტო­მე­ბი, რო­გორ­საც ვხე­დავთ ტოქ­სი­კუ­რი შო­კის სინ­დრო­მის დროს და კა­ვა­სა­კის და­ა­ვა­დე­ბებ­ში (კა­ვა­სა­კის სინ­დრო­მი ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს სის­ხლძარ­ღვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით - მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის არ­ტე­რი­ებს). სა­ერ­თო ჯამ­ში, ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი უფრო მდგრა­დია ფილ­ტვე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ან­თე­ბის მი­მართ, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი იწ­ვევს“, - ამ­ბობს ნა­ზი­მა პა­თა­ნი. ამას­თან, რო­გორ "ნიუ იორკ თა­იმ­სი" წერს, ნიუ იორკში 3 ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა და­ა­ვა­დე­ბით, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ამ უჩ­ვე­უ­ლო და­ა­ვა­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 73 ბავ­შვი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს ნიუ-იორ­კის კლი­ნი­კებ­ში შეჰ­ყავ­დათ, კო­რო­ნა­ვირუ­სით იყ­ვნენ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი, ან სის­ხლში კო­რო­ნა­ვირუ­სის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ჰქონ­დათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ამე­რი­კე­ლი ექი­მე­ბი ბრი­ტა­ნე­ლი მე­დი­კო­სე­ბის მსგავ­სად, კა­ვა­სა­კის და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ექ­სპერ­ტე­ბი იძ­ლე­ვი­ან გაფრ­თხი­ლე­ბას, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებს გა­და­უ­დე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ასე­ვე, ისი­ნი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით მძი­მედ ძა­ლი­ან ცოტა ბავ­შვი ავად­დე­ბა და COVID-19 მათ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ეხე­ბა. წყარო: https://www.bbc.com/news/health-52439005?fbclid=IwAR0LOm7WMBg7M0ZrVDq8LJE15l3zxtKyj8QRaRZXIDrhWCRjijOCL7MI6_4 https://www.nytimes.com/2020/05/09/health/mysterious-coronavirus-illness-claims-3-children-in-new-york.html?smtyp=cur&smid=fb-nytimes&fbclid=IwAR2DHw03DfvuMze0rjeYgLZ8zgdR48WNzGZcvy9z7JzOHh8DKbZKq2oGOko
0