კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო ევროპაში ახალი შეზღუდვები წესდება

Tbilisi Daily

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ევროპის მასშტაბით ახალი შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში რესტორნებისთვის და ბარებისთვის კომენდანტის საათი დაწესდება. დაწესებულებები 23:00 საათიდან 06:00 საათამდე არ იმუშავებს. რესტორნებისა და ბარების ადრე დახურვაზე ფინეთშიც იმსჯელებენ. იტალიაში ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, მათ შორის ღია სივრცეში. შესაბამის ბრძანებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე დღეს მოაწერს ხელს. ბელგიელებს კი პარასკევიდან სახლის გარეთ კონტაქტების 3 ადამიანამდე შემცირება მოუწევს. ახალი შეზღუდვების შესახებ განცხადებას შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტარჯენი გააკეთებს.