შემცირებული მგზავრთა ნაკადი ავტობუსებსა და მეტროში

Tbilisi Daily

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მგზავრთა რაოდენობა კორონავირუსის გამო 35% არის შემცირებული. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ასევე შემცირდა მგზავრთა რაოდენობა ავტობუსებშიც. ,,ბოლო დღეების განმავლობაში, რაც კორონავირუსის საფრთხე გაჩნდა, მეტროში 35%-ით არის შემცირებული მგზავრთა რაოდენობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებში 30%-ით“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი გადაადგილებისგან. #კახაკალაძე #მეტრო #ავტობუსი #ჯანმო #რეკომენდაცია #მგზავრები #tbilisidaily