საქართველოში კორონავირუსით  4 ადამიანი დაინფიცირდა - 13 გამოჯანმრთელდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი ამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 001 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 219, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.