გომისმთა - ბახმაროს შესახებ

0
მარშრუტი იწყება კურორტ გომისმთიდან და გადადის კურორტ ბახმაროში. კურორტი გომისმთა მდებარეობს ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრზე, ბახმარო 1950-2050 მეტრზე. მარშრუტის საწყისი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, საბოლოო წერტილი 1950 მეტრზე. გასავლელი მანძილი 40 კმ. უმაღლესი წერტილი 2614 მეტრი (მწ. მგლის საწოლი). ასაწევი სიმაღლე ჯამში 1470 მეტრი, ხოლო დასაწევი სიმაღლე ჯამში 1485 მეტრი. მარშრუტის გასავლელად საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი. მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხითაც, ამ შემთხვევაში მარშრუტი გამოდის 2 დღიანი. რეკომენდებული დრო: 2 დღე ჯამური მანძილი: 40 კმ სირთულე: საშუალო აღჭურვილობა: კარავი საძილე ტომარა სალაშქრო ჯოხები სამთო ფეხსაცმელი სალაშქრო ზურგჩანთა #goodplaces #opinion #news #gomismta #travel #bakhmaro @Guria
0