ხასიათის ცვლილების, მოწყენილობის ან სევდის შემოწოლის ეპიზოდები ყველას გამოუცდია. თუმცა უიმედობა, უსასოობა, განცდა იმისა რომ გამოსავალი არ არსებობს რაღაც კონკრეტული სიტუაციიდან შეიძლება დეპრესიაზე მიგვითითებდეს(მითუმეტეს თუ ეს შეგრძნებები დიდხანს რჩება თქვენთან).
დეპრესიული მდგომარეობისას ადამიანს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
1. უიმედობის განცდა - შეგრძნება რომ აღარაფერი იქნება უკეთ, რომ „ამ“ პრობლემის გამოსწორებისთვის ძალა არ შესწევთ.
2. კარგავენ ინტერესს და ძალას რომ შეასრულონ ყოველდღიური აქტივობები. ის რისი კეთებაც ადრე აინტერესებდათ, აბედნიერებდათ (მაგალითად ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა, კითხვა, საყიდლებზე წასვლა) ახლა სიხარულს აღარ ანიჭებთ.
დეპრესიისას ადამიანი ემოციურად დაცლილია, რაც ლამაზად ეჩვენებოდა, ახლა მას ისე ვერ აღიქვამს, როგორც აღიქვამდა. ადამიანს დეპრესიით უჭირს კონცენტრირება, აღარ აინტერესებს არაფერი რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია.
3. აღენიშნიშნება მადის ცვლილებები. დეპრესიისას ადამიანი წონაში იკლებს ან პირიქით.
4. ირღვევა ძილის რეჟიმიც. ადამიანს ძალიან ცოტა სძინავს ან პირიქით, ძილიანობისკენაა მიდრეკილი.
5. იმატებს გაღიზიანებადობა. თითქოს ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგაა. ამიტომ დეპრესიული პიროვნება ცდილობს თავი აარიდოს ხალხთან კონტაქტს და ჩაიკეტოს საკუთარ თავში.
6. დეპრესიისას ადამიანი ძალზე მგრძნობიარეა - გონებას დეპრესია ტკივილისადმი უფრო სენსიტიურს ხდის.
7. ხშირია აუხსნელი ტკივილები - მაგალითად, თავის, ზურგის, კუნთების, მუცლის ტკივილები.