ნატვრის ხე ჩინარი და აზერბაიჯანელები

0
მფარველ ხეებს სხვადსხვა ქვეყნებში წმინდა სახელებს არქმევდნენ და რაიმე საქმის წამოწყების დროს ან გაჭირვებისას, მათ შესთხოვდნენ დახმარებას, ეთაყვანებოდნენ, სთხოვდნენ დალოცვას და საჩუქრებს უძღვნიდნენ. საზოგადოებას ღრმად სწამდა, რომ ამ ხეებს შეეძლოთ კეთილდღეობის და ჯანმრთელობის მოტანა, ასევე ჯადოს აცილება და მრავალი სხვა... ეთნიკური აზერბაიჯანელები განსაკუთრებულ პატივს სცემენ მრავალწლიან ხეებს და ნარგავებს. ისინი ყოველთვის ერიდებობენ მათ მოჭრას. უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ისინი ხეებს არასდროს მიაკარებენ ცულს. მარნეულის რაიონის , სოფელ ჯანდარში დღემდე შენარჩუნებულია ნატვრის ხის ტრადიცია. 22 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დროს მარნეულის მოსახლეობა მიდის „ჩინარის“ ხესთან ( ნატვრის ხე), რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაშია. ნოვრუზ ბაირამში „ჩინარის“ ხეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და აზერბაიჯანში მცხოვრები აზებაიჯანელი მოსახლეობა აქტიურად სტუმრობს. ისინი ხესთან ლოცულობენ, კლავენ საკლავს და სჯერათ, რომ ჩაფიქრებული სურვილი აუსრულდებათ, დარდი გაუქარვდებათ და ტკვილს სიხარული შეცვლის. მოსახელობას ასევე სჯერა იმის, რომ თუ „ჩინარის“ ხესთან ამ დღეს მოფრინდება ყანჩა და მას ნისკარტით უჭირავს ძვალი, იმ წელს სიღარიბე იქნება, ხოლო თუ კი ყანჩას ნისკარტით უჭირავს ხორბალი, იმ წელს ბარაქიანი წელი იქნება. რწმენის მიხედვით, ადგილიდან ხელცარიელი არ უნდა დაბრუნდე. ამიტომ ჩინარის ხესთან არიან მოვაჭრები და ყიდიან საჩუქრებს, ტკბილეულსა და ხელნაკეთ ნივთებს. ამის გამო შეიმჩნევა ყოველ დახლთან მყიდველების დიდი რაოდენობა. ადამიანები სურვილის ჩასაფიქრებლად წითელ ლენტებს ყიდულობენ და ხის ტოტზე ტოვებენ. ვისაც სურვილი უკვე შეუსრულდა ისინი ხალხური მუსიკის ფონზე ცეკვას იწყებენ. ჩინარზე მისვლის ტრადიცია არ უკავშირდება რაიმე რელიგიურ დღესასწაულს. ნატვრის ხის ქვემოთ, სხვადასხვა ადგილებზე ტრადიციულად კოცონს და სანთლებს ანთებენ. ზოგიერთ ქვეყანაში, ხეებს კიდევ უფრო მეტად ეთაყვანებიან. ზოგან სჯერათ, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული მრავალწლოვანი ხის მერქანში სახლდება და იქ აგრძელებს ცხოვრებას. ასეთი ხის მოჭრა რა თქმა უნდა აკრძალულია და ვინც ამას გაბედავს, დიდი რისხვა და უბედურება დაატყდება თავს.  ამ რწმენის მიხედვით, ხე საკუთარი სიბერით უნდა მოკვდეს და ვინც ამ კანონზომიერებას დაარღვევდა უმოკლეს დროში საშინელი უბედურება დაატყდებოდა თავს.. ფოტოს ავტორი : Klaudia Kosicinska
#მარნეული
#
ჯანდარი
#ნატვრის
ხე
#MarneuliDaily
0