23 votes
comments
4 shares
Save
"დოცენტის საქმე" - რატომ მოკლა რუსმა ისტორიკოსმა ასპირანტი გოგონა, შემდეგ კი სხეული დაანაწევრა
148 reads
Nino Kakulia
Poti · 2 months ago

დოცენტის საქმე - ასე მოიხსენიებენ საინფორმაციო საშუალებები მკვლელობას, რომელმაც გასული წლის მიწურულს შოკში ჩააგდო რუსული საზოგადოება.

ცნობილი ისტორიკოსი, დოცენტი ოლეგ სოკოლოვი, რომელმაც სახელი ნაპოლეონის დროინდელი ბრძოლების რეკონსტრუქციით გაითქვა, დიდი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მოკლული მისი მოწაფე, ასპირანტურის სტუდენტი 24 წლის ანასტასია ეშენკოა. სოკოლოვს მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი, მორიგი სასამართლო სხდომა 13 მაისს გაიმართება.

მკვლელობა 2019 წლის 7 ნოემბერს მოხდა.

მკვლელობის საქმე

ოლეგ სოკოლოვი სამართალდამცავებმა, სანკტ-პეტერბურგში, მდინარე

"მოიკაზე" ზურგჩანთით დააკავეს, რომელშიც ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს, სოკოლოვის სახლი გაჩხრიკეს, შემდეგ კი, იქ, იარაღთან ერთად, ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებიც აღმოაჩინეს. პეტერბურგული საზოგადოება მომხდარმა შეძრა...

კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ სხეულის ნაწილები ასპირანტურის სტუდენტ გოგონას 24 წლის ანასტასია ეშენკოს ეკუთვნოდა.

გამოძიების ცნობით, სოკოლოვმა უკანონოდ

შენახული, გადაჭრილი სანადირო თოფით, ახლო მანძილიდან 4-ჯერ ესროლა გოგონას. მკვლელობიდან 2 დღე-ღამის განმავლობაში კი მის სხეულს ანაწევრებდა და მდინარეში ყრიდა.

დაკავებისას ისტორიკოსი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მან დანაშაული თავიდანვე აღიარა.

მოგვიანებით აღიარა ისიც, რომ ანასტასიასა და სოკოლოვს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ისტორიკოსის თქმით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე - ორმხრივი ეჭვიანობის გამო მოხდა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ გოგონამ იძულებული გახადა მკვლელობა ჩაედინა.

"ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი აგრესია. დანით თავდასხმა კი ენით აღუწერელი შემთხვევა იყო. ჩემს ცხოვრებაში აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. გოგონა, რომელიც იდეალური ქმნილება მეგონა, დროთა განმავლობაში ზღაპრის ურჩხულ გმირად იქცა", - განაცხადა სოკოლოვმა.

მისი თქმით, მას და ანასტასიას დაოჯახება ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ის ცუდად ექცეოდა სოკოლოვის მცირეწლოვან შვილებს, რომლებიც ამჟამად ისტორიკოსის ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ სოკოლოვი გოგონას აგრესიაზე ლაპარაკობდა, პროკურატურის განცხადებით, ისტორიკოსმა გამიზნულად მიაყენა ზიანი 24 წლის ანასტასია ეშენკოს და ეს არ იყო გამოწვეული თავდაცვის მიზნით. მისი ქმედება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულად გადაკვალიფიცირდა.

ოლეგ სოკოლოვი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ის მკვლელობის დროს შერაცხადი იყო.

მაშინ, როცა მოსამართლემ სასმართლო სხდომაზე იკითხა, თუ რა მდგომარეობაში იპოვეს ანასტასია ეშენკო, სოკოლოვი ტიროდა.

დაცვის მხარე ცდილობს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და ამბობენ, რომ სოკოლოვი აფექტურ მდგომარეობაში იყო. (წყარო)

ანასტასია ეშენკოს დედა, გალინა გიორგიევნა, რომელიც პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია, თავად აწარმოებდა ალტერნატიულ გამოძიებას იმის გასაგებად, თუ რა დაემართა რეალურად მის გოგონას.

პირველ რიგში, აღადგინა მოვლენათა ქრონოლოგია.

მკვლელობის დღეს, ანასტასია ერთი დღით იყო ჩასული მოსკოვში. ის მალე ასპირანტურის ბოლო კურსს ამთავრებდა.

7 ნოემბერს გოგონა საღამოს 7 საათისთვის ბოლოს მამას ელაპარაკა. ამ დროისთვის ის სანკტ-პეტერბურგში ბრუნდებოდა. მშობლების თქმით, გოგონა კარგ ხასიათზე იყო, ის რამდენიმე დღეში სტუმრად ოჯახის წევრებს ელოდა.

ტრაგიკული ამბავი 9 ნოემბერს ოჯახის წევრებს გოგონას ბიძამ გააგებინა. მან ნათესავის მკვლელობის შესახებ ტელევიზიით გაიგო.

გოგონას ძმა კი ამბობს, რომ რამდენიმე საათით ადრე მას ანასტასია დაუკავშირდა და უთხრა, რომ სოკოლოვმა სცემა. ძმამ ურჩია წამოსულიყო ბინიდან, თუმცა გოგონამ მოიმიზეზა, რომ სოკოლოვის ბინაში მისი ნივთები იყო. მოგვიანებით ანასტასიამ ძმას უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა გოგონა იმავე საღამოს იმ მამაკაცის მსხვერპლად იქცა, რომელიც უყვარდა.

მისი მშობლების თქმით, ისინი წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მათ შვილს ურთიერთობა ჰქონოდა სოკოლოვთან, სწორედ ამიტომ, ანასტასიამ მშობლებს არ უთხრა, რომ ის ისტორიკოსთან ერთად ცხოვრობდა... ეს ამბავი მათ მხოლოდ ანასტასიას გარდაცვალების შემდეგ გაიგეს.

ანასტასიას მეგობრები და ახლობლები ამბობენ, რომ ის ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ყველასადმი კეთილგანწყობილი ადამიანი იყო. გარდა ისტორიისა, გატაცებული იყო ფერწერით და ოცნებობდა საფრანგეთში სწავლაზე. "მთავარია იყო მართალი და რაღაც გააკეთო ადამიანებისთვის, დანარჩენად... ყველას ერთი ბოლო აქვს, მაგრამ არის სული, რომელიც როგორმე უნდა გადაარჩინო" , - ეს წარწერა ნახეს მეგობრებმა ერთ-ერთ მის წიგნზე...

© კვირის პალიტრა

#killer #goodplaces #news #opinion #photo Tbilisi
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
23
Write a comment
4