ლიბანში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

Tbilisi Daily

ლიბანში მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ წითელ ჯვარზე დაყრდნობით ავრცელებს. ორგანიზაციის მონაცემებით, მახვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია მოყოლილი. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.