საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143493 საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10-მა ადამიანმა დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 393-ია. კარანტინის რეჟიმშია 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი. ინფორმაციისთვის, 671 ადამიანიდან 393 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.