СOVID 19-და მსოფლიო - 15,099,548 ინფიცირებული - 619,605 - გარდაცვლილი -9,116,277 გამოჯანმრთელებული
Tbilisi Daily
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 15,099,548-ს შეადგენს. COVID-19-ს 616,606 ადამიანი ემსხვერპლა. 9,116,277 გამოჯანმრთელდა
ჩინეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 22 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 707 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4 634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 840 პაციენტი.
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 2,159,654 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 81 487 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 41 008 შემთხვევა დადასტურდა, 1 367 ადამიანი გასულ დღეს გარდაიცვალა. მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 915-ით გაიზარდა და ჯამში რიცხვმა 40 400-ს მიაღწია. კორონავირუსი ბოლო 24 საათში 6 859-სა და ჯამში უკვე 356 255ადამიანს დაუდასტურდა.
გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 202 799-მდე გაიზარდა, 9 095 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 454 შემთხვევა გამოვლინდა. 190 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ინდოეთში ახალი კორონავირუსის 37 700 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 1 192 915 ადამიანს დაუდასტურდა. 28 732მპაციენტი გარდაიცვალა, 648 გასულ 24 საათში. 753 049 გამოჯანმრთელდა.
უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 60 995-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1 534 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 16 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 33 172 პირი გამოჯანმრთელდა.