თბილისში მე-9 სართულიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა
Pirveliradio Ge
თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დილის 9 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი გაუცურდა და მაღალი სართულიდან გადმოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.