6 votes
11 comments
38 shares
Save
რა შემთხვევაში მიიღებენ სოცდაუცველი ოჯახები და შშმ პირები კომპენსაციას
1955 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

რა უნდა იცოდნენ სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა და შშმ პირებმა კომპენსაციის მისაღებად, პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.

1. ჩვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65000 დან 100001-მდე, გვეკუთვნის თუ არა

რამე დახმარება?

თუ თქვენს ოჯახს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“

აქვს დაფიქსირებული 65000-დან 100001 ქულამდე, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის

განმავლობაში ოჯახის თითოეულ წევრზე მიიღებთ 35 ლარს. გამონაკლისია ერთი და

ორი წევრისგან შემდგარი ოჯახები. კერძოდ, ერთწევრიან ოჯახზე კომპენსაცია

გაიცემა 70 ლარის ოდენობით, ხოლო ორწევრიანზე - 90 ლარის ოდენობით.

2. ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული,

გვაქვს 100001-მდე სარეიტინგო ქულა და გვყავს სამი 16 წლამდე ასაკის შვილი,

გვეკუთვნის თუ არა რაიმე დახმარება?

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100001-მდე

სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის

ასაკის ჩათვლით ბავშვი, მიეცემათ კომპენსაცია თვეში 100 ლარის ოდენობით 2020

წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში.

3. ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაქვს თუ არა კომპენსაციის მიღების

უფლება?

თუ თქვენ ხართ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი 2020 წლის მაისიდან 6 თვის

განმავლობაში მოგეცემათ 100 ლარიანი დახმარება ყოველთვიურად.

4. ვის უნდა მივმართო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვისა თუ შშმ პირებისთვის

გათვალისწინებული კომპენსაციის მისაღებად?

თუკი უკვე ხართ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში

რეგისტრირებული ან უკვე მოპოვებული გაქვთ შესაბამისი შშმ პირის სტატუსი,

თქვენ არ გევალებათ სადმე განცხადების შეტანა.

სოციალური მომსახურების სააგენტო თავად უზრუნველყოფს კომპენსაციის მიმღები ოჯახების და პირების იდენტიფიცირებას და კომპენსაციის ჩარიცხვას სოციალურ პაკეტთან, სახელმწიფო

კომპენსაციასთან ან საარსებო შემწეობასთან ერთად.

5. თუ 2020 წლის 1 მაისის შემდეგ (15 მაისს) მოხდა ჩემი ოჯახისთვის 66 000 ქულის

მინიჭება, დამენიშნება თუ არა ყოველთვიური 100 ლარიანი კომპენსაცია?

ამ შემთხვევაში კომპენსაცია დაგენიშნებათ სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვიდან (მოცემული შემთხვევაში - ივნისიდან), ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში (ოქტომბრის თვის ჩათვლით).

6. 2020 წლის 1 მაისის შემდეგ (1 ივლისს) დამიდგინდა მკვეთრად გამოხატული

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დამენიშნება თუ არა

ყოველთვიური 100 ლარიანი კომპენსაცია?

1 მაისის შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუსით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში.

7. ჩვენი ოჯახი შედგება 5 წევრისგან, საიდანაც 3 არის 16 წლამდე ასაკის ბავშვი,

ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 67 000 და ოჯახის სრულწლოვან ერთ წევრს აქვს

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

მაქვს თუ არა აღნიშნულისთვის გათვალისწინებული სამივე კომპენსაციის

ერთდროულად მიღების უფლება?

შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სამივე საფუძვლით (სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და შშმ პირებისთვის) გათვალისწინებული კომპენსაციის ერთდროულად მიღება შეზღუდული არ არის. ასეთ შემთხვევაში უფლება გაქვს 2020 წლის მაისიდან ყოველთვიურად მიიღოთ 100 ლარიანი კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში (3 არასრულწლოვანის შვილის და 100 000 ქულამდე ქონის საფუძვლით) კომპენსაცია თითოეულ ოჯახის წევრზე ყოველთვიურად 35 ლარის ოდენობით (ჯამში 175 ლარი) 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უფლება აქვს პარალელურად მიიღოს ყოველთვიურად 100 ლარიანი კომპენსაცია 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში.

8. ჩვენი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა

ერთიან ბაზაში და ვიღებთ საარსებო შემწეობას. კომპენსაციის დანიშვნის

შემთხვევაში მიღებული შემოსავალი იქონიებს თუ არა გავლენას ოჯახის

სარეიტინგო ქულაზე?

არ იქონიებს, რადგან ზემოაღნიშნული საფუძვლებით კომპენსაციების დანიშვნის შემთხვევაში, მიღებული თანხები არ გაითვალისწინება სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

9. 1 მაისიდან დამენიშნა კომპენსაცია, რადგან ჩვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო

100 000-ზე ნაკლები და გვყავდა სამი არასრულწლოვანი შვილი (16 წლის და

ქვემოთ). ერთი ბავშვი ივლისში ხდება 17 წლის. ამის გამო შეგვიწყდება თუ არა

დანიშნული 100 ლარიანი კომპენსაციის გაცემა?

არა, რადგან მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დანიშნული კომპენსაცია ოჯახებს უნარჩუნდებათ მთელი ვადით და კომპენსაციის მიღების შემდგომ პერიოდში ოჯახში 0-16 წლის ბავშვთა რიცხვის ცვლილება არ იწვევს კომპენსაციის შეწყვეტას ან შეჩერებას.

#news #სოცდაუცველები #სოცდაუცველიოჯახები #შშმპირები #კომპენსაცია #დახმარება #TbilisiDaily #DailyNews


Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
6
Write a comment
38