"ვითხოვთ დახმარებას, დავრჩით უმუშევრები" - აქცია ბათუმის მერიასთან

Batumi Daily

დღეს ბათუმის მერიასთან თურქეთში დასაქმებულები დილიდან აქციას მართავენ. აქ შეკრებილები ერთჯერად კომპენსაციას მოითხოვენ. ისინი პანდემიის და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, სამსახურების გარეშე დარჩნენ, რადგან მათ ძირითად შემოსავლის წყაროს თურქეთში დასაქმება წარმოადგენდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მიიღონ მათი კუთვნილი 300 ლარიანი დახმარება, რომელიც მათ იმის გამო არ უწევთ, რომ დასაქმებულებად არ ფიქსირდებიან. “ჩვენი ხელისუფლებისგან დახმარებას ვითხოვთ, უმუშევრები დავრჩით. ჩვენ გვესმის ყველაფერის და რაღაცნაირად 3 თვე გავიტანეთ, მაგრამ აღარაა უკვე შესაძლებლობა. ამოგვეწურა ყველა სახსარი. უკიდურეს სიდუხჭირემდე მივედით." - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ციალა თებიძემ. ისინი მოითხოვენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საზღვარი არ გაიხსნება ისინი ადგილზე მაინც დაასაქმონ. “დალხენილები არ ვართ. არ არის მარტივი დილით 5 საათზე ყოველდღე ადგე და საზღვარი გადაკვეთო, მაგრამ ელემენტარულად შვილები მაინც არ გვყავდა მშივრები და წამალი არ გვეკლო. ახლა ყველაფრის გარეშე დავრჩით.” - განაცხადა მონაწილემ. ##აქცია ##ბათუმისმერია ##სარფი ##პანდემია ###BatumiDaily