აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები - "თავისუფალ სივრცეში"
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილისსაავტორო გადაცემა 'თავისუფალ სივრცეში' - აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე და მონიტორინგის შედეგებზე საუბრობდნენ.
დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში,წერია, რომ აჭარის მაუწყებელში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, შეიცვალა 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების, სარედაქციო პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.
ამ თემასთან დაკავშირებით გადაცემის სტუმრები იყვნენ:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.
აჭარისსაზოგადოებრივი მაუწყებლიდან: აკაკი გოგიჩაიშვილი (20:00 საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი) და ფირუზ ბოლქვაძე.