ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

Tbilisi Daily

ფოთში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა რა დროსაც მოკლულს ვ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დანაშაულის მოტივი წარსულში არსებულ გაუგებრობას უკავშირდება. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მგინეიშვილის განცხადებით, პაციენტი 112-ის ბრიგადამ საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი,მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანა და მიუხედავად ჩატარბული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაცით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრაზ მკვლელობას გულისხმობს.