მდინარაძის განცხადებით, სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე „ქართულ ოცნებას" ტოვებენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას სამი დეპუტატი ტოვებს. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, ეს დეპუტატები არიან სოხარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე. „მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, - თქვა მდინარაძემ. სამი დეპუტატის გასვლის შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერა არის საჭირო.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31920072.html

Source: radiotavisupleba.ge