COVID-19 ჩინეთში დაბრუნდა?! – ოთხმილიონიან ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

0
ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ გირინში კორონავირუსის განმეორებითი „აფეთქების“ რისკის გამო 4-მილიონიანი ქალაქ გირინში კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ NDTV-ი ავრცელებს. ნაწილობრივ დაიხურა ქალაქის საზღვრები და შეწყდა ტრანსპორტის მიმოსვლა. ადგილობრივი ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქში კორონავირუსის კლასტერი გაჩნდა. ისინი შეშინდნენ. კლასტერი შულანის გარეუბანს უკავშირდება. 4-მილიონიან ქალაქიდან მოქალაქეებს მხოლოდ მაშინ გაუშვებენ, თუ ბოლო 48 საათის განმავლობაში ტესტირება ექნებათ ჩატარებული და ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდებათ. ქალაქში დაიხურა კინოთეატრები და სპორტული დარბაზები. ამასთან, ყველა აფთიაქი, სადაც სიცხის ან ანტივირუსულ მედიკამენტს იყიდიან, ვალდებულია, შესაბამის სამსახურს აცნობოს ამის შესახებ.
0