რუსეთში უმუშევრობის დონე თითქმის გაორმაგდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143352 რუსეთის ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, მაისის შუა რიცხვებისთვის რუსეთში უმუშევართა რაოდენობა თითქმის ორჯერ არის გაიზარილი და 1.4 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას news.az-ი ავრცელებს. „დღევანდელი თარიღით, რუსეთში დარეგისტრირებული უმუშევრების რაოდენობა 725, 800 ადამიანით გაიზარდა და 1, 434 მილიონ ადამიანს შეადგენს. ანუ, უმუშევართა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა“, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. ტატიანა გოლიკოვამ ასევე აღნიშნა, რომ დასაქმების სამსახურს 2020 წლის პირველი მარტიდან რუსეთის 1, 654 მილიონმა მოქალაქემ მიმართა. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ასევე გაზრდილია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და CNN-ის მიხედვით, რომელიც ინფომაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. საერთო ჯამში რუსეთში გამოვლენილია კორონავირუსის 232, 243 შემთხვევა. ოფიციალური ცნობით, ვირუსის შედეგად ქვეყანაში 2, 116 პაციენტი დაიღუპა. როგორც იუწყებიან, მხოლოდ ბოლო 24 საათში, მოსკოვში COVID-19-ით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა.
0