აფხაზეთში COVID-19-ით პაციენტი გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად პაციენტი დაიღუპა. როგორც მედია იტყობინება, პაციენტს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება აწუხებდა და ის სოხუმის მე-2 კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირდა. ის გუდაუთაში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გუდაუთის კლინიკაში ამ დროისათვის კოვიდ 19-ის დიაგნოზით 8 პაციენტს მკურნალობენ. ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის  14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 1 131 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. საქართველოში COVID 19 სულ 920-მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა 16 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30747975.html #ახალი_ამბები #twitter