იაპონური სუპი რამენის რეცეპტი და ნარუტოს საყვარელი კერძი

0
იაპონური სუპი რამენის (rammen) რეცეპტი ? ?ბაზა: ? 1 ძირითადი ბულიონი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხორცი ეს იქნება ქათამის თუ საქონლის მთავარია გამოიყენოთ ძვლიანი ნაჭრები ქათმის შემთხვევაში ან მთლიანი ქათამი ან ცალკეული ნაჭრები (რაც შეიძლებ მეტი სახსარი რათა ჟელატინი გამოიყოს) საქონლის შემთხვევაში აუცილებელია სახსრიანი ნაჭერი ბეჭის ან კუდის ნაჭრები. ბოსტნეული: ხახვი, სტაფილო, ნიორი (ზუსტი რაოდენობა არ ვიცი ყველაფერი ჩემით მოვზომე) შეგიძლიათ დაამატოთ სოკო ან იგრედიენტები მათი მსგავსით ჩაანაცვლკთ მაგალითად ხახვი მწვანე ხახვით. ეს ყველაფერი 6-12 საათი ადუღეთ. ?2 ტარე სოუსი ? ეს სუპის აუცილებელი ნაწილია. ნახევარი ჭიქა სოიოს სოუსს დაუმატეთ გამშრალი ან კონსერვირებული (შპროტი) თევზი (უკეთესია გამშრალი) და სოკო გაშრალი ან კონსერვირებული. შემმდეგ ეს ყველაფერი წამოადუღეთ და გემოვნებით დაუმატეთ მარილი არ დაგავიწყდეთ ეს სოუსი მარილიანი უნდა იყოს რადგან სუპის სხვა ნაწილებში მარილი არ არის. სოუსი გაწურეთ და მხოლოდ სითხე გამოიყენეთ ? 3 სურნელოვანი ზეთი ? ნახევარი ჭიქა ზეთი (სასურველია ნეიტრალური გემოს მქონე) დაამატეთ მთლიანი (არა დაფქვილი) სუნელები წავი წიწაკა წითელი წიწაკა სურნელოვანი წიწაკა ქინძის თესლები და დაჭრილი ნიორი. ეს ყველაფერი ტაფაში ზეთთან ერთად მოწალეთ და მხოლოდ მაშინ გაჩერდით როცა იგრედიენტების სუნს მკაფიოდ იგრძნობთ (სუნელების რაოდენობა გემოვნებით მინიმუმ ერთი სუფრის კოვზი) შეგიძლიათ დაუმატოთ გამშრალი კოწახური ან ნებისმიერი სხვა სუნელი დარიჩინი ჯინჯერის ნაჭრებჯ და სხვა.ზეთი გამოაცალკევეთ და სუნელების გარეშე გამოიყენეთ ?რამენი: ? Rammen-ი არის იაპონური პასტა/მაკარონი რომელიც შეგიძლიათ სპაგეტით ჩაანაცვლოთ ან მოამზადოთ თქვენით 100 გრამ ფქვილს დაუმატეთ 40 გრამი წყალი ცოტა მარილი და იგივე რაოდენობის სოდა სასურველია სოდიუმის კარბონატი (რისი გაკეთებაც ადვილია უბრალოდ გამოაცხვეთ სოდა ერთი საათის განმავლობაში ისე რომ არ დაიწვას) ეს ყველაფერი გააერთიანეთ რომ ცომის მსგავსი მასა მიიღოთ, გაახვიეთ ფქვილიან ფოლგაში ან პოლიეთილინში და მაცივარში სამი საათის განმავლობაში ეს ცომს დაარბილებს რაც (შედარებით) ადვილს გახდის მოზელვის პროცესს. სამი საათის შემდეგ ცომი 15-20 წუთის განმავლობაში ზილეთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხლად და დაჭერით დანით თქვენთვის სასურველი სისქით და სიგრძით ან გამოიყენეთ სპაგეტის საბრტყელებელი და საჭრელი. რამენი მოხარშეთ წინასწარ მაგრამ რაც შეიძლება მალე მოათავსეთ წვენში რათა არ შეიკრას (სუპის "აწყობის" წინ) ?ტოპინგი/გარნირი: ? აქ შეგიძლიათ ბევრი რამ გამოიყენოთ რადგან ფიქსირებული კომბინაცია არ არსებობს მაგრამ ყველაზე ცნობილია სოკო' მოხარშული და დამარინადებული კვერცხი , ნორი (წყლმცენარე) და ჩარშუ ანუ შემწვარი ღორის მუცელი მაგრამ შეგიძლიათ ეს ჩაანავლოდ კონსერვირებული სოკოთი, სოიოს სოუსში დამარინადებული მოხარშული კვერცხით (შეეცადეთ რომ კვერცხის გული ბოლომდე არ მოიხარშოს), გამომცხვარი პამიდვრით და მოხარშული ხორცით რომელიც ბულიონის კეთების დროს მოგრჩებათ. ? "აწყობა":? ღრმა თეფშში ჩაასხით ერთი სუფრის კოვზი ტარე სოუსი და ერთი სუფრის კოვზი სურნელოვანი ზეთი ერთი პორცია სპაგეთი ან რამენი (რაოდენობა თქვენით განსაზღვრეთ) რამენი დაფარეთ ბულიონით და ზემოდან დადეთ გარნირი/ტოპინგი შეგიძლიათ ნიორი და მწვანე ხახვი დაამატოთ გემოვნებით.
#culinary
#food
#ramen
#naruto
0