სილამაზის ინსუსტრიაში დიდი ხანია არსებობს პერნამენტული მაკიაჟი, რასაც უამრავი ქალბატონი მიმართავს დღემდე, ერთი შეხედვით ეს პროცედურა დროს გვაზოგინებს, მაგალითად ყოველდღიურად აღარ გვიწევს 20 ან უფრო მეტი დროის დაკარგვა, ლაინერის სწორად, თანაბრად წასმაში, ან ტუჩის კონტურის გაკეთებაში მაგრამ
რა არის სინამდვილეში ის❓
პერნამენტული მაკიაჟის ანუ ტატუირების გაკეთებისას საღებავად ბუნებრივი პიგმენტი გამოიყენება, უმეტესად – მცენარეული წარმოშობის ნივთიერება, რომელიც თანდათან გაიწოვება და 3-4 წელიწადში უკვალოდ ქრება.
ამ ღირსებათა გამო პერმანენტულ მაკიაჟზე მოთხოვნა თანდათან გაიზარდა. მეთოდებიც დაიხვეწა და დღეს პროცედურა გაცილებით უმტკივნეულოა, ხოლო შედეგი – ბევრად უფრო წარმატებული. პერმანენტული მაკიაჟი სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოშიც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კანქვეშ პიგმენტის შეყვანას ზოგჯერ არასასიამოვნო ეფექტიც მოსდევს.
რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს მას❓
დადებითი?ერთის მხრივ პერნამენტული მაკიაჟი გვაძლევს საშუალებას დავფაროთ ჩვენი ნაკლოვანებები, ამოვავსოთ ან კორექტირება გავუკეთოთ მათ კანქვეშ შეყვანილი ამ ბუნებრივი საღებავით(მაგალითად გატეხილი წარბის შევსება, ტუჩის ნაკოვანწბა ან თვალის არაპროპორციულობის შეცვლა ლაინერის მეშვეობით) პროცედურა 40 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება.
უარყოფითი❌
ინფექცია – მიაქციეთ ყურადღება, რომ პიგმენტის შეყვანა მოხდეს სპეციალური ერთჯერადი ნემსით. ამ შემთხვევაში ინფექცი გამორიცხულია.
შეშუპება – პერმანენტული მაკიაჟის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს შეშუპება, თუმცა ეს დროებითია, სამ დღეში კანი მშვიდდება.
ალერგია – მიუხედავად იმისა, რომ პერმანენტული მაკიაჟისთვის
გაითვალისწინეთ❗️
პერმანენტული მაკიაჟი 3-4 წელს ძლებს, ასე რომ, თუ შედეგით უკმაყოფილო დარჩით, მისი წაშლის იმედი ნუ გექნებათ. ამიტომ პროცედურის დაწყებამდე სპეციალისტმა წინასწარ უნდა გაგიკეთოთ მაკიაჟი რომელიც იდენტური იქნება შედეგის.
#beauty
#beautyhacks
#tatoomakeup
Tbilisi