ბადრი შუბლაძე გრიგოლ ვაშაძეს: ნამდვილად „გახიეთ ნაკერავზე“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
Tbilisi Daily
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას სოციალურ ქსელში ბადრი შუბლაძე ეხმაურება.
„ბატონ გრიგოლ ვაშაძეს! თქვენ, ნამდვილად „გახიეთ ნაკერავზე“ ოღონდ არა ე.წ. „ქართული ოცნება“, არამედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გარწმუნებთ, ვერ გახევთ! ვისაც ჩვენთან არ უნდა არც ჩვენ გვჭირდება. მშვიდობით“, - წერს შუბლაძე.
რიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.