ზუგდიდში, თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა

Pirveliradio Ge

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა მას შენობის დატოვების უფლება მისცა. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.