დავაკავეთ პირი, რომელიც ე.წ. ბიოს სახლში ამზადებდა და ასაღებდა — შსს
On.ge
ორი პირი ე.წ. ბიოს დამზადება-რეალიზაციისა და მოხმარების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმა პირმა ე.წ. ბიო სახლში დაამზადა, სარეალიზაციოდ დააფასოვა და კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა, რა დროსაც პოლიციამ ადგილზე დააკავა.
https://on.ge/story/66490-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%94-%E1%83%AC-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1
შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიმართ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
#News