კომუნიკაციების კომისიამ "ფორმულა" ჩცდ-ში "ბილწისიტყვაობის" გამო დააჯარიმა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია "ფორმულა" სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოყენებული "ბილწსიტყვაობისა" და "შეურაცხმყოფელი" ტერმინოლოგიის გამო დააჯარიმა. კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა თქვა, რომ რადგან პირველი შემთხვევაა, პატარა ჯარიმას გამოიყენებენ, თუმცა თანხა არ დაუკონკრეტებია. კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სერიალი გადიოდა დღის საათებში, რა დროსაც მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. "სერიალი ჩემი ცოლის დაქალები ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი. შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია არის პერსონაჟების მახასიათებლები... ჩვენ შეგვიძლია სერიალის ეთერში გასვლამდე გადავხედოთ, ამოვჭრათ ან დავფაროთ ეთერში გასვლამდე. ამ შემთხვევაში სერიალი ჩაჯდება მოთხოვნებში... ხვალიდან შევეცდებით ეს პრობლემა აღმოვფხვრათ", - აღნიშნა "ფორმულას" წარმომადგენელმა, ეთერ ქათამაძემ. კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მათ არ აძლევთ შესაძლებლობას ჯარიმა არ გამოიყენონ. მანვე აღნიშნა, რომ "ფორმულას" შეთავაზება - სერიალში ფრაგმენტების დაფარვით მისი დღის საათებში გასვლაც დასაშვებია. "ჩვენი სურვილი არ არის ჯარიმის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ კანონის მიღებაში არ ვმონაწილეობდით, ჩვენ სანამ კანონს მიიღებდნენ ჩვენი შენიშვნა იყო, რომ პირდაპირ ჯარიმა შეცვლილიყო და ყოფილიყო გაფრთხილება. ჩვენდა სამწუხაროდ, აქ შეზღუდულები ვართ უფრო შემამსუბუქებელ გარემოებაზე ვიფიქროთ", - თქვა კახა ბექაურმა. მასალა ახლდება https://www.radiotavisupleba.ge/a/31028213.html #ახალი_ამბები #twitter