კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარაში დადასტურდა

Pirveliradio Ge

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარაში დადასტურდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1 830 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 334-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე.