კორონავირუსის გავრცელების ძირითად წყაროდ პირის ღრუ სახელდება
Tbilisi Daily
ამერიკელი მეცნიერები, ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების დღიდან,
ინტენსიურ კვლევებს ატარებენ ორგანიზმში ახალი ვირუსის გავრცელების ნიუანსების შესასწავლად.
როგორც გაარკვიეს, ვირუსის გამრავლებისათვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო პირის ღრუშია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ SARS-COV-2 სანერწყვე ჯიკვლებში იჭრება, მრავლდება და დაინფიცირებული ნერწყვის ყლაპვისას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ხვდება, პირის ღრუდან კორონავირუსი ასპირაციას განიცდის ფილტვებში, სადაც პნევმონიას აძლევს დასაბამს.
ექსპერტთა განცხადებით - ეს არის რეალურად პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც პირის ღრუ კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნების პირველად კერად არის განხილული.
ამ შრომაზედაყრდნობით სპეციალისტები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს სამედიცინო ნიღბების ტარებისა და სოციალური დისტანცირების აუცილებლობას ინფექციის საპროფილაქტიკოდ!